სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა სამუშაო თათბირი გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველ მოადგილესთან, მამუკა ხიმშიაშვილთან და მერის მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირზე განიხილეს მერიის სამსახურებში არსებული მდგომარეობა, სხვადასხვა სფეროებში დაგეგმილი და განსახორციელებელი აქტივობები.
მოისმინეს ინფორმაცია გაწეული სამუშაოების შესახებ. განიხილეს ინფრასტრუქტურული, სოციალური პროგრამები, ადმინისტრაციული საკითხები.
სამსახურების ხელმძღვანელებმა მუნიციპალიტეტის მერისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს, დასახეს უახლოესი დღეების სამუშაო გეგმა.


