სიახლეები
ქალაქ ცაგერის N1 და N2 საბავშვო ბაღებში პროგრამა ,,საზაფხულო ბაღები" ამოქმედდა
ქალაქ ცაგერის N1 და N2 საბავშვო ბაღებში პროგრამა ,,საზაფხულო ბაღები" ამოქმედდა.
ზაფხულის არდადეგებთან დაკავშირებით საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველ ივლიისს შეწყდა.
აღსაზრდელთა მშობლების ერთი ნაწილის განცხადების საფუძველზე ქალაქის ორივე საბავშვო ბაღშში ამოქმედდა პროგრამა ,,საზაფხულო ბაღები".
ორივე ბაღში შეიქმნა თითო შერეული სააღმზრდელო ჯგუფი,სასწავლო სააღმზრდელო პროცესი პირველ აგვისტომდე გაგრძელდება.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა კოპალიანმა ორივე ბაღი მოინახულეს, ადგილზე გაეცნენ ბაღებში არსებულ მდგომარეობას და სააღმზრდელო დაწესებულებების პირობებს.


