სიახლეები

ცაგერის ქუჩების სახელდების შესახებ

  ინფორმაცია საკითხის საჯაროდ განხილვისთვის

ქალაქ ცაგერში აღმაშენებლისა და ბარათაშვილის ქუჩებს შორის მდებარე სკვერისათვის გენერალ-მაიორი ზაურ უჩაძის სახელის მინიჭების შესახებ.

ზაურ უჩაძე დაიბადა 1952 წლის 22 ივნისს ცაგერის რაიონის სოფელ უცხერში. მას არც თუ
მოკრძალებული წვლილი მიუძღვის დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების
მშენემბლობაში. სხვადასხვა დროს იყო ეროვნული გვარდიის პირველი ბატალიონის მეთაურის
მოადგილე, განსაკუთრებული დანიშნულების პოლკის ბატალიონის მეთაური, ბრიგადის მეთაური,
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს
უფროსი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით აღმაშენებლის სახელობის
ეროვნული აკადემიის რექტორი. სამშობლოს დაცვაში გამოჩენილი მამაცობისა და მხედრული ვალის
მოხდისათვის, სამხედრო სტრუქტურების ჩამოყალიბებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, გენერალ-
მაიორი ზაურ უჩაძე დაჯოლდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

სიახლეები