სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში დასრულდა საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში დასრულდა საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების და კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის პირველი მოადგილე- მამუკა ხიმშიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები რეზო ხეცურიანი და მარიკა კოპალიანი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 209 780 ლარია.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
სასწავლო წლის დაწყებისას საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით იქნება აღჭურვილი.

სიახლეები