სიახლეები

ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ ,,ხვამლის“ ორგანიზებით, გაიმართა მოყვარულთა ლიგის მუნიციპალური პირველობა ფეხბურთში

საქართველოს ფეხბურთის სამოყვარულო ასოციაციის, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის, ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ ,,ხვამლის“ ორგანიზებით, გაიმართა მოყვარულთა ლიგის მუნიციპალური პირველობა ფეხბურთში.
შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა გუნდმა.
ნახევარფინალურ შეხვედრებში ასეთი შედეგები დაფიქსირდა
,,ხვამლი“ ცაგერი - ,,მართვე“ ლასურიაში 2:2 (პენალტებში 4:3)
,,სიბიკარი“ ქვედა ცაგერი - ,,ლაშიჭალა“ ორბელი 0:0 (პენალტებში 3:2)
ფინალურ შეხვედრაში
,,სიბიკარმა“ ანგარიშით3:1 დაამარცხა ,,ხვამლი“
და გახდა მოყვარულთა ლიგის 2023 წლის მუნიციპალური ჩემპიონი. გამარჯვებულ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ საპატიო თასი, შესაბამისი ხარისხის დიპლომები და ფულადი პრიზები.
ღონისძიებაზე სპეციალური პრიზი დააწესა ა(ა)იპ ახალგაზრდობის ცენტრმა, რომელიც გადაეცა ,,ხვამლის“ გუნდის წამყვან მოთამაშეს მიშიკო ყურაშვილს.
შეჯიბრებას ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი,
მოადგილე რევაზ ახვლედიანი,
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.

სიახლეები