სიახლეები
წელს პირველად, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მეორე ფესტივალი ქალაქ ცაგერში ჩატარდა
წელს პირველად, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მეორე ფესტივალი ქალაქ ცაგერში ჩატარდა
ღვინის ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ ცაგერში გაიმართა. რაჭა-ლეჩხუმის პირველ ფესტივალს, გასულ წელს ქალაქმა ამბროლაურმა უმასპინძლა.
წელს, ფესტივალში რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის დიდი, საშუალო და მცირე 65 მარანი მონაწილეობდა. მათ საკუთარი პროდუქცია ფესტივალის სტუმრებს, ასევე ევროპის ქვეყნებიდან მოწვეულ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს, სომელიეებსა და იმპორტიორებს, ასევე ქართველ ექსპორტიორებს წარუდგინეს.
ფესტივალს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული -პაპუნა მარგველიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, საკრებულოს თამჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადვილეები დაესწრნენ. მათ, სხვა გამომსვლელებთან ერთად, სიტყვით მიმართეს ფესტივალის სტუმრებს და გაეცნენ ადგილობრივი მარნების პროდუქციას.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ღვინის მასტერკლასები, მოეწყო სხვადასხვა სახის აქტივობები რეგიონის გასტრონომიული ტრადიციებისა და ეთნო კულტურის წარმოსაჩენად, ფესტივალი საზეიმო კონცერტით დასრულდა.
რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალის მხარდამჭერები არიან ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახური, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის- გოჩა ენუქიძის ბიურო, ამბროლაურის, ცაგერის, ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიები.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალისთვის მზადების ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ გაევლოთ ერთკვირიანი პროფესიული სასწავლო კურსი, სადაც მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს დარგის სპეციალისტებისგან შემდეგ. საკითხებზე: მევენახეობის საფუძვლები, ვენახების კადასტრი, საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება, ღვინის ეტიკეტირება, მარკეტინგი, სერტიფიცირება და სხვა. აღნიშნული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მცირე მარნების განვითარებისთვის.


