სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსები საკითხთა კომისიის სხდომა

 

მიმდინარე წლის  27 ივლისს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში    ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა  კომისიის სხდომა გაიმართა.  სხდომას  ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა  ყურაშვილი.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული  საკითხები:

  •  ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ. ცაგერში რუსთაველის ქუჩა N39-ში (ს/კ 89.03.24.255) მდებარე 24.00კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზაციო საფასურის განსაზღვრის შესახებ.
  •  ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ. ცაგერში რუსთაველის ქუჩა N39-ში  მდებარე  ორსართულიანი შენობის (ს/კ 89.03.24.254 01/500) პირველ სართულზე მდებარე 22.50კვ.მ  ფართის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზაციო საფასურის განსაზღვრის შესახებ.

კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა საკითხები დასამტკიცებლად წარდგენილ იქნას ბიუროს სხდომაზე.

 


სიახლეები