სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს კომისიების სხდომები გაიმართა

 

მიმდინარე წლის 27 ივლისს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომები.

განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

  •  ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში    ცვლილების შეტანის შესახებ.

 

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ. ცაგერში რუსთაველის ქუჩა N39-ში (ს/კ 89.03.24.255) მდებარე 24.00კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზაციო საფასურის განსაზღვრის შესახებ.

 

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ. ცაგერში რუსთაველის ქუჩა N39-ში  მდებარე  ორსართულიანი შენობის (ს/კ 89.03.24.254 01/500) პირველ სართულზე მდებარე 22.50კვ.მ  ფართის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზაციო საფასურის განსაზღვრის შესახებ.


სიახლეები