სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის 28 ივლისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
მიღებულ იქნა დადგენილებები:
- ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
-
„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.


