სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა
მიმდინარე წლის 28 ივლისს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხაბულიანი.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:
-
ქალაქ ცაგერში აღმაშენებლისა და ბარათაშვილის ქუჩებს შორის მდებარე სკვერისათვის გენერალ-მაიორი ზაურ უჩაძის სახელის მინიჭების შესახებ.


