სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებთან-მამუკა ხიმშიაშვილთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებთან-მამუკა ხიმშიაშვილთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირზე განიხილეს ტერიტორიულ ერთეულებში არსებული ზოგადი მდგომარეობა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები, არსებული გამოწვევები.
დაიწყო ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" ,მოსახლეობის მიერ, შერჩეული პროექტების განხორციელება.ხელმძღვანელებმა ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს წარმომადგენლებისგან.
მერმა კონკრეტული დავალებები გასცა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.


