სიახლეები
სოფელ კენაშში სოფლის შიდა და ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ კენაშში სოფლის შიდა და ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
2თებერვალს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" განსახორციელებელ პროექტად, სოფლის საერთო კრებაზე, მოსახლეობის მიერ სოფელ კენაშის შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია შეირჩა.
კენაშში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელების პროცესს ადგილზე გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, თემის წარმომადგენლები.
აქცენტი გაკეთდა სამუშაოების შესრულების ხარისხზე.


