სიახლეები

სასიხარულო და ძალიან საინტერესო ამბავი გვაქვს ლეჩხუმელი და ლეჩხუმში ბებია-ბაბუებთან, ნათესავებთან სტუმრად ჩამოსული ახალგაზრდებისთვის

სასიხარულო და ძალიან საინტერესო ამბავი გვაქვს ლეჩხუმელი და ლეჩხუმში ბებია-ბაბუებთან, ნათესავებთან სტუმრად ჩამოსული ახალგაზრდებისთვის.
გვინდა ახალგაზრდებს მოვუყვეთ ლეჩხუმური ამბები: როგორი საინტერესო ადამიანები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ლეჩხუმში , როგორი საინტერესო არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა ინახება მუზეუმში, რა მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ლეჩხუმს კოლხური ბრინჯაოს კულტურის განვითარებაში,.ასევე გავაცნოთ მუზეუმის სეიფში დაცული ექსპონატები(დიმიტრი ერმაკოვის ორიგინალი ფოტოფირები, სხვადასხვა საინტერესო საეკლესიო და ეთნოგრაფიული ნივთები). გავაცნოთ ცაგერის გალერეაში დაცული უნიკალური ფერწერის ნიმუშები(ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ავთო ვარაზი, ვარლამ მახარობლიძე, სერგო ქობულაძე) და მოვუყვეთ ამ ადამიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
შეხვედრა ჩატარდება 28 ივლისს, 4 და 11 აგვისტოს 12:00სთ ( გალერეა) 13:20 სთ ( ისტორიული მუზეუმი).
ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ახალგაზრდების გადაადგილებას გალერეიდან ისტორიულ მუზეუმში.
ღონისძიების კონტენტიდან გამომდინარე შეხვედრაზე დასწრების საშუალება ექნებათ 12-დან 16-წლამდე ახალგაზრდებს.
ღონისძიებაზე დასარეგისტრირებლად დარეკეთ ტელეფონზე 599132624 თამილა სილაგაძე.
გამომდინარე იქედან, რომ ადგილები შეზღუდულია (12მონაწილე) გთხოვთ, დარეგისტრირდეთ დროულად.
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ღონისძიების გეგმა.

სიახლეები