სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა

 
რეგინული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ქალაქ ამბროლაურში გასვლითი საკომიტეტო მოსმენა გამართა. 
შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხები და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არსებული გამოწვევები განიხილეს.
სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და კომიტეტის გასვლითი სხდომების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
 მანვე დამსწრე საზოგადოებას, ორი დღის წინ, წყალტუბოში გამართული სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად, ფორუმზე რეგიონების ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მნიშვნელოვანი და საინტერესო დისკუსიები გაიმართა.
 „პოლიტიკის ფორმირებას უკავშირდება დღევანდელი სხდომაც. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს პოლიტიკის შემუშავება, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ პროცესში ყველა სუბიექტის მონაწილეობა იმის საშუალებას იძლევა, რომ ეს პოლიტიკა იყოს მდგრადი, ყველასთან შეთანხმებული, ყველას აზრი მოსმენილი, იმიტომ რომ პოლიტიკას საკანონმდებლო ორგანო ამუშავებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლიტიკის შემუშავების პროცესში ერთობლივად ვიმუშაოთ და რეგიონებში, ადგილებზე გავმართოთ დისკუსიები“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

სიახლეები