სიახლეები

პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები საქართველოს ტერიტორიაზე

წილხვდომილობის დღის აღნიშვნასთან, დაკავშირებით ცაგერის კულტურის ცენტრის დარბაზში, საპატრიარქოს ეგიდით, პროფესორმა ვალერი ვაშაკიძემ მუნიციპალიტეტის საზოგადოების წარმომადგენლების წინაშე წაიკითხა საინტერესო ლექცია თემაზე: ,, პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები საქართველოს ტერიტორიაზე’’.
მან ისტორიულ ჭრილში წარმოადგინა მოკლე ექსკურსი ძვ.წ.აღ.-დან შუა საუკუნეების პერიოდამდე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მოადგილეებთან მამუკა ხიმშიაშვილთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, ადგილობრივი და სტუმარი სასულიერო პირები.

სიახლეები