სიახლეები
ღვირიშის ჩანჩქერი ლეჩხუმში, სოფელ ქვედა ღვირიშთან ახლოს მდებარეობს, ზღვის დონიდან 625 მეტრზე
ღვირიშის ჩანჩქერი ლეჩხუმში, სოფელ ქვედა ღვირიშთან ახლოს მდებარეობს, ზღვის დონიდან 625 მეტრზე.
ჩანჩქერი მაღალი კლდიდან ეშვება ღრმა ხეობაში, კლდოვან ქვაბულში, სადაც პატარა დაგუბება წარმოიქმნება.
ჩანჩქერის თავზე მოწყობილია შუშის გადასახედი, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება ჩანჩქერსა და ხეობაზე. ღვირიშის ჩანჩქერი ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს და მრავალ ადგილობრივსა თუ ტურისტს იზიდავს.


