სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ზოგიში-ცაგერას შიდა სასოფლო გზის პირველი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ცაგერის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ზოგიში-ცაგერას შიდა სასოფლო გზის პირველი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ჩამონაშალი ლოდებისგან გაიწმინდა და გაფართოვდა გზის სავალი ნაწილი.
გზაზე იგეგმება არმირებული ცემენტო- ბეტონის საფარის მოწყობა.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ადგილზე დაათვალიერეს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 997 999 ლარი.
პირველი ეტაპის სამუშაოები აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.
პროექტი ,,მთის განვითარების ფონდის" დაფინანსებით ხორციელდება.


