სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ სურმუშში დასრულების პროცესშია შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ სურმუშში დასრულების პროცესშია შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების და კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის პირველი მოადგილე- მამუკა ხიმშიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები რეზო ხეცურიანი და მარიკა კოპალიანი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 471 053 ლარია.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.


