სიახლეები
მუნიციპალიტეტში მოქმედ დაწესებულებათა ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებთან-მამუკა ხიმშიაშვილთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, მუნიციპალიტეტში მოქმედ დაწესებულებათა ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირზე განიხილეს სამსახურებში არსებული მდგომარეობა, სხვადასხვა სფეროებში დაგეგმილი და განსახორციელებელი აქტივობები.
მოისმინეს ინფორმაცია გაწეული სამუშაოების შესახებ. განიხილეს სფეროებში არსებული გამოწვევები და პრობლემები.
სამსახურების ხელმძღვანელებმა მუნიციპალიტეტის მერისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს, დასახეს უახლოესი დღეების სამუშაო გეგმა.


