სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმში დასრულების პროცესშია ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმში დასრულების პროცესშია ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზაზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობას. აღნიშნული პროექტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სოფელ ჩქუმში საგზაო ინფრასტრუქტურა.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების და კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის პირველი მოადგილე- მამუკა ხიმშიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეებთან ერთად.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 459 989 ლარია.
სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს. ,,მეკა".
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.


