სიახლეები
კიდევ ერთი წელიწადი გავიდა აგვისტოს ომიდან
კიდევ ერთი წელიწადი გავიდა აგვისტოს ომიდან.
დღეს, ტრადიციულად, პატივი მიეგო ლეჩხუმელი გმირის, აგვისტოს ომში, რუსეთის ოკუპაციისგან სამშობლოს დასაცავად თავგანწირული ზურაბ ეფაძის ხსოვნას.
გმირის საფლავი სოფელ ჩხუტელში გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მათ მოადგილეებთან ერთად, ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენელმა მირიან მურცხვალაძემ, ზურაბ ეფაძის მეგობრებმა, ლეჩხუმის საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დაშვებულია სახელმწიფო დროშები.


