სიახლეები
ცაგერის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გელა მამარდაშვილმა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
მერმა მოინახულა: სოფელ ჭალისთავში მიმდინარე ბეტონის სანიაღვრე არხებისა და გაბიონების მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულებაა 57359 ლარი. აღნიშნული პროექტის განხორციელებით სოფლის მოსახლეობას პრობლემას აღარ შეუქმნის ნაწრეტი წყლები, რომელიც ხშირად მათ საკარმიდამო ნაკვეთებზე გადაედინებოდა;
სოფელ ოყურეშში მიმდინარე შიდა სასოფლო გზის აღდგენის სამუშაოები. პროექტის ღირებულებაა 41216 ლარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამცავი გაბიონების მოწყობა,
მალე დაიწყება გზის სავალი ნაწილის დახრეშვა.


