სიახლეები

მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ლეჩხუმში აღიიშნება დიდი ღვთისმეტყველის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღესასწაული ,,მაქსიმობა''.

მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ლეჩხუმში, ქალაქ ცაგერში, აღინიშნება მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, დიდი ღვთისმეტყველის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღესასწაული ,,მაქსიმობა''.
25 აგვისტო:
17.00 სთ. - წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ლოცვა. /ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში/.
26 აგვისტო:
10.00 სთ - წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო წირვა /ცაგერის საკათედრო ტაძარში/.
12.30 სთ - სალიტანიო მსვლელობა.
13.00 სთ - პარაკლისი წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავზე, მისივე სახელობის მონასტერში, მურში.
14.00 სთ - ტრაპეზი.

სიახლეები