სიახლეები

26 აგვისტოს, ქალაქ ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა

26 აგვისტოს, ქალაქ ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა.
საზეიმო წირვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა სტუმარ მღვდელმთავრებთან ერთად.მათ შორის გახლდნენ: მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი, ახალქალაქის, კუმურდოს, კარის და სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ბოლნელი მთავრეპისკოპოსი ეფრემი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი.
წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა და მრევლმა მურის კლდეკარში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში გადაინაცვლეს, სადაც წმინდანის წმინდა ნაწილები განისვენებს. აღევლინა პარაკლისი.
სადღესასწაულო ღონისძიებას მრევლთან ერთად ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
წმინდანის საფლავზე მოილოცა ლეჩხუმელმა მეცნიერმა,დმანისის ისტორიულ-არქოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა ჯუმბერ კოპალიანმა.
,,თუ გონების დანიშნულება შემეცნების განათლებაა, ხოლო ეს ნათელი კი ღვთის სიყვარულით იბადება, მაშინ კარგად უთქვამთ, რომ არაფერია ღვთიურ სიყვარულზე დიადი".-წმინდა მაქსიმე აღმსარებელი.
წმინდა მაქსიმე ფარავდეს სრულიად საქართველოს!

სიახლეები