სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსები საკითხთა კომისიის სხდომა

 

მიმდინარე წლის  1 სექტემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში    ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა  კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომას  ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა  ყურაშვილი.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული  საკითხები:

  •   ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების  წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში     ცვლილების შეტანის თაობაზე.
  •   ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ.ცაგერში რუსთაველის ქუჩა N39-ში (ს/კ 89.03.24.255) მდებარე 24.00კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზაციო საფასურის განსაზღვრის შესახებ.
  •   ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ.ცაგერში რუსთაველის ქუჩა N39-ში  მდებარე  ორსართულიანი შენობის (ს/კ 89.03.24.254 01/500) პირველ სართულზე მდებარე 22.50კვ.მ  ფართის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზაციო საფასურის განსაზღვრის შესახებ.

 


სიახლეები