სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილესთან-მამუკა ხიმშიაშვილთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილესთან-მამუკა ხიმშიაშვილთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის და კოორდინაციის სამსახურის უფროსი ნინო გველებიანი.
თათბირზე განიხილეს ტერიტორიულ ერთეულებში არსებული ზოგადი მდგომარეობა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები, არსებული გამოწვევები.
განიხილეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" ,მოსახლეობის მიერ, შერჩეული პროექტების განხორციელების პროცესი.ხელმძღვანელებმა ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს წარმომადგენლებისგან.
ხელმძღვანელებმა კონკრეტული დავალებები გასცეს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

სიახლეები