სიახლეები
სოფელ ორბელში ,,ქოლბანის’’ უბანში დასრულების პროცესშია შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
სოფელ ორბელში ,,ქოლბანის’’ უბანში დასრულების პროცესშია შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გზაზე მოეწყო სანიაღვრე არხები, რკინა-ბეტონის საფარი.
სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, საკრებულოს თავჯდომარის პირველმა მოდგილემ რეზო ხეცურიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
სამუშაოებს შემსრულებელია შ.პ.ს ,,ფარაონი,“ პროექტის ღირებულება შეადგენს 485 000.00 ლარს.