სიახლეები

ცაგერის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა

ცაგერის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა.
ამერიკის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა(ODC) კომპიუტერული აღჭურვილობა (კომპიუტერები და პრინტერები) გადასცა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს ცაგერში.
პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ხელშეწყობას (კერძოდ, პაციენტების ისტორიი, სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გაელექტრონულებისა და სათანადო შენახვის მიმართულებით).
ჯანდაცვის ცენტრს გადაეცა 6 კომპიუტერი და 4 პრინტერი.
კომპიუტერული ტექნიკის გადაცემის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ შ.პ.ს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ცაგერის საავადმყოფოს მენეჯერი მირანდა ბაბლუანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი.

სიახლეები