სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს,ჩემს ძვირფას ლეჩხუმს და ლეჩხუმელებს!
1918 წლის 26 მაისს ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა ნანატრი დამოუკიდებლობა დიდი ბრძოლის და ძალისხმევის შედეგად და ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში.
აქამდეც და ამის შემდეგაც მრავალი დამოუკიდებლობისა და ქვეყნის მთლიანობისათვის მებძოლი და თავგანწირული გმირი შეემატა ჩვენს სამშობლოს.
დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეცაა,ეროვნული გმირის,რომელსაც ლომის წილი უდევს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.ჩვენ უფალება არ გვაქვს დავიწყებას მივცეთ გმირები,პატივი არ მივაგოთ მათ.
ვისურვებდი,ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს თითოეული ლეჩხუმელისათვის,თითოეული ჩვენი მხარის მაცხოვრებლისათვის,თითოეული ქართველისათვის.
გილოცავთ და გისურვებთ გამთლიანებულ,ძლიერ, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას!

პატივისცემით,
ავთანდილ უგრეხელიძე
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი.
ავთანდილ უგრეხელიძე
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი.