სიახლეები
ᲪᲐᲒᲔᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲝᲠᲑᲔᲚᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲘᲡ ᲛᲨᲔᲜᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲓᲐ
	პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
	პროექტის ფარგლებში, სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები.
	სკოლის შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
	მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.7 მილიონი ლარია.
	დასრულებული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელმა თამარ ქარდავამ სკოლის მასწავლებლებთან, მშობლებთან დ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.
    
                                       
                

 
                        
                       
                        
                      