სიახლეები

დაიწყო ახალი სასწავლო წელი. დღეს სწავლა განახლდა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

დაიწყო ახალი სასწავლო წელი.
დღეს სწავლა განახლდა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ვულოცავ ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების,წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს, პირველკლასელებს, პედაგოგებს, მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას.სკოლა არის ის უმნიშვნელოვანესი სასწავლო დაწესებულება, სადაც მყარი საფუძველი უნდა ჩაეყაროს ცოდნას,რათა შემდეგ წარმატებულად განაგრძონ სწავლა ახალგაზრდებმა უმაღლეს სასწავლებლებში.სწორედ ამიტომ, სასკოლო განათლება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და აქ მიმდინარე რეფორმები დადებითად უნდა აისახოს მოსწავლეებზეც და პედაგოგებზეც.
სკოლამ ფეხი უნდა აუწყოს სიახლეებს,თუმცა ხაზი არ უნდა გადავუსვათ იმ მემკვიდრეობას, იმ ტრადიციებს, რამაც ერს თვითმყოფადობა შეუნარჩუნა,რამაც დღემდე მოგვიყვანა.
აღსანიშნავია,რომ ჩვენი სკოლები და პედაგოგები წარმატებულად მუშაობენ, რამაც ასახვა პოვა ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების ღირსეულ შედეგებზე.
მინდა მივულოცო ლეჩხუმელ სტუდენტებს, ,განსაკუთრებით იმათ,რომლებიც წელს პირველად შეაბიჯებენ უმაღლეს სასწავლებლებში,უამრავ წარმატებას ვუსურვებ მათ მომავალში!
ვულოცავ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს,პედაგოგ-აღმზრდელებს, მშობლებს.ჩვენში თითქმის ყველა ოჯახი გარკვეულად დაკავშირებულია საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ოჯახის რომელიმე წევრით მაინც,ამიტომ ბევრისთვისაა მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე.გაცილებით სასიხარულო იქნება მეტი ოჯახი--მეტი ასეთი წევრით.
დღეს დღესასწაულია და მიიღეთ გულწრფელი მილოცვა ჩემგან,საუკეთესო სურვილებით.
პატივისცემით,
ლევან ზალკალიანი
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი

სიახლეები