სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს სასწავლო პროცესი განახლდა

ცაგერის მუნიციპალიტის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს სასწავლო პროცესი განახლდა.
რამდენიმე სკოლასა და საბავშვო ბაღში დღეს პირადად იმყოფებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულო თავჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, ა(ა)იპ ,,ახალგაზრდული ცენტრის", დირექტორი მამუკა ჩიქოვანი, სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს მოსწავლეებს და პედაგოგებს,აღმზრდელებს. სკოლებს ,,ახალგაზრდული ცენტრისგან" სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

სიახლეები