სიახლეები

ცაგერის თეატრში პრემიერა შედგა

ცაგერის თეატრში პრემიერა შედგა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული გრიგოლ მდივნის სახელობის სახალხო თეატრმა (რეჟისორი კულტურის ცენტრის დირექტორი დარეჯან საღინაძე) მაყურებელს წარუდგინა საინტერესო სპექტაკლი ,,სტუმარ -მასპინძელი" , ვაჟა ფშაველას ნაწარმოების მიხედვით.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ, როგორც თეატრის მსახიობები, ასევე ლეჩხუმელი ახალგაზრდები.
ღონისძიება მიეძღვნა შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და შემოსული თანხა გადაირიცხება ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების დახმარების ფონდში.
სპექტაკლის პრემიერას ესწრებოდნენ ალუდა თუთისანი -სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მხარეში,
ლევან ზალკანიანი-ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილეებთან-მამუკა ხიმშიაშვილთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად,
ჭაბუკი ჭაბუკიანი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარე, მოადგილე მარიკა კოპალიანი.

სიახლეები