სიახლეები

გურიაში, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისათვის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონიდან ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა

გურიაში, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისათვის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონიდან ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, მოადგილეებთან ქრისტინა კობახიძესთან, ალუდა თუთისანთან, ბერდია ჩანქსელიანთან, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან- გოჩა ენუქიძესთან, ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან- ლევან ზალკალიანთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან- გია ონიანთან ერთად გურიის რეგიონში იმყოფებოდა. ჰუმანიტარული ტვირთი პირადად გადასცეს მხარის ადმინისტრაციას, რომელიც საჭიროების მიხედვით მუნიციპალიტეტებში გადანაწილდება.
ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებისა და გაგზავნის საორგანიზაციო საკითხებში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია იყო ჩართული, პირველადი მოხმარების ნივთები მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების (ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი) ჩართულობით შეგროვდა.
"მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესში მონაწილეობისთვის, ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებულად მძიმეა გურიის ტრაგედია, კიდევ ერთხელ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ, სტიქიის შედეგად, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გურიის მხარეს და სრულიად საქართველოს." -

სიახლეები