სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა.
საბავშვო ბაღში მოეწყო კომფორტული სასწავლო-სააღმზრდელო სივრცე, დარბაზი, სამზარეულო, საპირფარეშოები.აღიჭურვა ახალი ინვენტარით.
სასწავლო პროცესის განახლება ბაღის აღსაზრდელებს, პედაგოგებს, მშობლებს ადგილზე მიულოცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილემ-რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რეზო ხეცურიანმა, სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებების მათვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა ბურჯალიანმა.
,,ძალიან სასიხარულოა ახალი სასწავლო წლის განახლებულ, კომფორტულ გარემოში დაწყება.ძალიან გვინდოდა ბაღის რეაბილიტაციის შემდეგ გვქონოდა ისეთი შედეგი, რომლითაც ბავშვებიც და პედაგოგებიც კმაყოფილები დარჩებოდნენ.გილოცავთ ახალ სასწავლო წელს, წარმატებებს გისურვებთ, ბევრ აღსაზრდელ პატარას ვუსურვებ ორბელის საბავშვო ბაღს და მთელ ლეჩხუმს"-აღნიშნა ლევან ზალკალიანმა.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სოფელ ქულბაქის და სოფელ წიფერჩის საბავშვო ბაღების მშენებლობა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კი ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

სიახლეები