სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა

26 მაისს დილიდან დაიწყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქ ცაგერში.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ანსამბლი ,,ლეჩუმის" სხვადასხვა თაობის ასთორმეტმა მოცეკვავემ დაუვიწყარი მუსიკალურ-- ქორეოგრაფიული სანახაობა წარმოადგინა,რომლის შემდეგაც იმავე მოედანზე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებმა ასფალტზე ცარცით ხატვის კონკურსში მიიღეს მონაწილეობა თემაზე ,,ჩემი საქართველო აქ არის",პარალელურად,ლადო ასათიანის სახელობის პარკში მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-დათვალიერება.შედგა სპორტული ასპარეზობები:აბსოლუტური პირველობა მკლავჭიდსა და სიმძიმეების აწევაში,ბლიც-ტურნირი ჭადრაკში,შეჯიბრებები შაშში,მაგიდის ჩოგბურთში,ნარდში,ბაგირის გადაწევაში.
გამარჯვებულები დააჯილდოეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ,საკრებულოს თავმჯგომარემ გიორგი გუგავამ,საკრებულოს ჯანმრთელობისა დასოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარმ მარიკა კოპალიანმა,მერიის განათლების კულტურის,სპორტის სამსახურის უფროსმა გიორგი კვირიკაშვილმა,სასპორტო სკოლის დირექტორმა კობა ქომეთიანმა.
საზეიმო დღე კულტურის ცენტრში გამართული კონცერტით დასრულდა,რომელშიც კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და შემსრულებლები ღებულობდნენ მონაწილეობას.
სახალხო ზეიმს ლეჩხუმში ბევრი ადამიანი დაესწრო,მათ შორის,მერიის,საკრებულოს,მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, ინტელიგენციის წარმომადგენლები.ლეჩხუმის საზოგადოება,ახალგაზრდები.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს!

სიახლეები