სიახლეები

21 სექტემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკანიანმა დელეგაციას უმასპინძლა

21 სექტემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკანიანმა დელეგაციას უმასპინძლა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ თელავის, მცხეთის, სამტრედიის, ცაგერის, ლორი ბერდისა (სომხეთი) და ალავერდის (სომხეთი) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ესტონელი ექსპერტები.
შეხვედრა გაიმართა პრაქტიკოსთა საერთაშორისო პარტნიორობის ქსელის „PractNet“ (ესტონეთი) პროექტის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორიაძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი / Anti-Violence Network of Georgia
შეხვედრაზე პროექტის მონაწილეები გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო და ტურისტულ პოტენციალს, ეწვივნენ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს.
პროექტის ფარგლებში საქართველოსა და სომხეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ერთმანეთს დედაქალაქის გარეთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ადგილობრივი ეკონომიკისა და უკეთესი საჯარო სერვისების მიწოდების შესახებ გამოცდილებასა და გამოწვევების შესახებ გამოცდილებას უზიარებენ.
ასევე, ესტონელი ექსპერტების ჩართულობით საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას ეცნობიან.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები- მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი, განათლების, კულტურის ,სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.

სიახლეები