სიახლეები
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ,,წითელი ჯვრის" საჩუქრები გადაეცათ
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან,მარიკა კოპალიანთან და ,,წითელი ჯვრის" წარმომადგენელთან, ანა ჭაბუკიანთან ერთად მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ,,წითელი ჯვრის" საჩუქრები გადასცა. სულ საჩუქარი მიიღო 205-მა ბავშვმა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მადლობას უხდიან ორგანიზაცია ,,წითელ ჯვარს" ქველმოქმედებისთვის.