სიახლეები

დღეს სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა

დღეს სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტიდან მამულისთვის თავგანწირული აფხაზეთის და სამაჩაბლოს 16 ლეჩხუმელი გმირი გვყავს.
საქართველის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი სოფელ ჩხუტელში ყვავილებით შეამკეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ალუდა თუთისანმა და ბერდია ჩანქსელიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებმა მამუკა ხიმშიაშვილმა, რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა მარიკა კოპალიანმა, გიორგი გუგავამ, ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენელმა მირიან მურცხვალაძემ, ლეჩხუმის საზოგადოებამ.
პატივი მიაგეს გმირების უკვდავ ხსოვნას.

სიახლეები