სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა წარმომადგენელს შეხვდა
	ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, ნათია კოპალიანს შეხვდა.
	სამუშაო შეხვედრა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა.
	ნათია კოპალიანმა შეხვედრაზე ისაუბრა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამები, რომლებიც დევნილთა სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
	შეხვედრაზე ისაუბრეს დევნილთა საჭიროებებიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისათვის, უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქციის განხორციელების შესაძლებლობაზე. აგრეთვე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ დაგეგმილ ჰუმანიტარულ ღონისძიებაზე, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისათვის სასაჩუქრე პაკეტების გადაცემას გულისხმობს.
	აღნიშნული ღონისძიებების განხორცილებაში ჩართულობის მზაობა გამოთქვა მუნიციპალიტეტის მერმა.
	სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით ჩაკვეტაძე.
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      