სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
	ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ.
	28 სექტემბერს ცაგერის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში
	12 წარჩინებულ მოსწავლეს -ცაგერის, ქვედა ცაგერის, ლაცორიის, ორბელის, ლასურიაშის, ღვირიშის და აღვის საჯარო სკოლებიდან, გადაეცათ კომპიუტერები.
	ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერის მოადგილემ, რევაზ ახვლედიანმა, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელთან- ირაკლი სილაგაძესთან ერთად კომპიუტერები გადასცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს.
	აღსანიშნავია, რომ პორტაბელური კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცათ.
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      