სიახლეები
ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობით გაიმართა კონკურსი ,,ახალგაზრდა ხელოვანი",
23 მაისს ქ. ამბროლაურში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობით გაიმართა კონკურსი ,,ახალგაზრდა ხელოვანი", რომლის მიზანია განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მხატვრებისა და მწერლების წარმოჩენა და მათი განვითარებისთვის ხელშეწყობა. პროექტის რეგიონულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ცაგერის მუნიციპალიტეტის 12 -მა ნიჭიერმა მოსწავლემ, რომელთაც ადგილზე მიცემული დავალებებით შექმნეს თხზულებები და ნახატები
კონკურსი ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით და დასასრულს გაირკვევა ფინალისტთა ვინაობა.
ფინალი გაიმართება ზაფხულში შაორის ტბაზე, ,,მომავლის ბანაკში". გამარჯვებულთა ნამუშევრები გამოიცემა წიგნად და კალენდრად /ბრაილის შრიფტითაც/.
კონკურსის მონაწილეებმა მოილოცეს ნიკორწმინდა და მოინახულეს შაორის ტბა.
წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს და მადლობას ვუხდით ცაგერის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ავთანდილ უგრეხელიძეს, მხარდაჭერისა და დაფინანსებისთვის.


