სიახლეები

იმდინარე წლის 5 ოქტომბერს, პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ (ENPARD 4) ფარგლებში, ????ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ (ENPARD 4) ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის - პროექტისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მათი ინფორმირების მიზნით.
ცაგერი - 5 ოქტომბერი, 13:00-სთ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი; მისამართი: ქ. ცაგერი, რუსთაველის ქუჩა 69
პროექტის ამოცანების გათვალისწინებით, შეხვედრებზე შეუძლიათ დაესწრონ : მერიის თანამშრომლები; საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები; სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები; იმ სამსახურების წარმომადგენლები ვინც კურირებენ/შეხება აქვთ ახალგაზრდულ საქმეებთან/ინიციატივებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან; ქალთა საბჭოს წარმომადგენლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები; მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულში; სხვა დაინტერესებული საჯარო მოხელეები.
პროექტის საინფორმაციო ნომერი: +995 599 061166

სიახლეები