სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა
მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა ყურაშვილი.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:
-
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2022 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 04 მაისის №24 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.


