სიახლეები
ქალაქ ცაგერში ,,9 აპრილის მემორიალის" განახლების სამუშაოები დასრულდა.
	ქალაქ ცაგერში ,,9 აპრილის მემორიალის" განახლების სამუშაოები დასრულდა.
	მემორიალის ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სკვერი-საფეხმავლო ბილიკებით, კიბეებით, განათებით, რეკრეაციით.
	განახლებული მემორიალი ადგილზე მოინახულეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, რეგიონული პროექტების და კოორდინირების სამსახურის უფროსმა ლევან ცხვედიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
	პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 86 344 ლარი.
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      