სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვში საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
	ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვში საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
	გზაზე მიმდინარეობს არმირებული რკინა -ბეტონის საფარის მოწყობა.
	მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, რეგიონული პროექტების და კოორდინირების სამსახურის უფროსმა ლევან ცხვედიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
	პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 279 733 ლარი
	სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
	პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      