სიახლეები

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, რაჭაში ადგილობრივ ბიზნესთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, რაჭაში ადგილობრივ ბიზნესთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახლმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე, მხარეში შემავალ მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ღონისძიების ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა- ნინო ველთაურმა დამსწრე საზოგადოებას მიმდინარე პროექტები გააცნო და მათთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
დისკუსიის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა იმსჯელეს სოციალურად დაუცველი პირების ღია შრომის ბაზარზე გააქტიურებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ასევე ისაუბრა რაჭის ახლადგახსნილ სერვის-ცენტრზე, სადაც მოქალაქეებს სააგენტოს სერვისებსა და პროგრამებზე სრულყოფილი მომსახურების მიღება მიმდინარე წლის მაისიდან შეუძლიათ.

სიახლეები