სიახლეები
პროექტის- ‘’მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე’’ ფარგლებში, საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
	ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, პროექტის- ‘’მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე’’ ფარგლებში, საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
	შეხვედრას ესწრებოდნენ: რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი,
	ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალაკალიანი, მოადგილეები-მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი.
	შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პროექტის ხელმძღვანელი-ნატო გაგნიძე, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი-გიორგი გაბრიელაშვილი და პარტნიორი ორგანიზაციის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს- ცენტრის დირექტორი-ნანა სოხაძე.
	პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, ყველაზე დაუცველი/მოწყვლადი წარმომადგენლების (ქალები, მიგრანტები, მაღალმთიან რაიონებში/სოფლებში მცხოვრები პირები, ახალგაზრდები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცირესობები) როლის გაზრდა სოფლის განვითარებაში; სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის ჩართულობა სოფლის განვითარების პროცესში; ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით მოწყვლადი ნაწილისათვის, მათი სოციალური ინტეგრაციისა და ბიზნეს სექტორში ჩართულობის მხარდაჭერით; ადგილობრივი ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერა და განხორციელების ხელშეწყობა; სოფლის მოსახლეობისთვის საჯარო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
	პროექტს ახორციელებს ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC), ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD-4) ფარგლებში.
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      