სიახლეები

მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ, ძვირფასო მასწავლებლებო!

მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ, ძვირფასო მასწავლებლებო!
განსაკუთრებული პროფესიული დღეა დღეს, რომელიც განსაკუთრებულ ადამიანებს ეძღვნებათ , მათ, ვინც ძალიან უყვართ, ეიმედებათ, ვისაც აფასებენ.
საბავშვო ბაღიდან დაწყებული, შემდეგ კი სკოლით და უმაღლესი სასწავლებლით გაგრძელებული, ყველას ყავს მასწავლებელი, ცოდნის და მაგალითის მიმცემი.
მთელი ცხოვრება სწავლობს ადამიანი და როცა გვერდით ღირსეული მასწავლებელი და მრჩეველი უდგას, ცხოვრების ყველა ეტაპზე, წარმატება გარდაუვალია.
ჩვენს კუთხეს, ლეჩხუმს, ღირსეული პედაგოგები ჰყავს-კვალიფიკაციით, ადამიანობით, პროფესიონალიზმით.ყველაზე მეტად მათი ნაშრომი ეროვნული გამოცდების შემდეგ ჩანს...წელსაც ბევრი წარმატებული ახალგაზრდა გახდა სტუდენტი ჩვენი კუთხიდან.
უსაზღვროდ ვაფასებთ თქვენს ღვაწლს და გვსურს კიდევ უფრო დაფასდეთ ჩვენი ქვეყნისგან, საზოგადოებისგან, თქვენივე აღზრდილებისგან!
ჯანმრთელობას, მხნეობას და სულიერ სიმტკიცეს გისურვებთ, კვლავ ღირსეული თაობების აღსაზრდელად!
პატივისცემით,
ლევან ზალკალიანი
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი.

სიახლეები