სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა სამუშაო თათბირი გამართა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებთან-მამუკა ხიმშიაშვილთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის და კოორდინაციის სამსახურის უფროსი ნინო გველებიანი.
თათბირზე განიხილეს ტერიტორიულ ერთეულებში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები.
განიხილეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" , მოსახლეობის მიერ, შერჩეული პროექტების განხორციელების პროცესი.
ხელმძღვანელებმა კონკრეტული დავალებები გასცეს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

სიახლეები